დღესასწაულები:
19 აპრილი - ბრწყინვალე
აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ათორმეტთაგან მოძრავნი:
12 აპრილი - ბზობა
28 მაისი - ამაღლება
7 ივნისი - სულთმოფენობა
ათორმეტთაგან უძრავნი:
7 იანვარი - ქრისტეშობა
19 იანვარი - ნათლისღება უფლისა
15 თებერვალი - მირქმა უფლისა
7 აპრილი - ხარება
19 აგვისტო - ფერისცვალება უფლისა
28 აგვისტო - მარიამობა, მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
21 სექტემბერი - შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
27 სექტემბერი - ჯვართამაღლება
4 დეკემბერი - ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
დიდი დღესასწაულები:
14 იანვარი - წინადაცვეთა უფლისა; ხსენება წმ. ბასილი დიდისა
27 იანვარი - ნინოობა
8 თებერვალი - ხსენება წმ. დავით აღმაშენებლისა
25 თებერვალი - დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
ხატისა
6 მაისი - გიორგობა
12 მაისი - ხსენება წმ. ანდრია პირველწოდებულისა
14 მაისი - თამარობა
22 მაისი - ხსენება წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა
1 ივნისი - ნინოობა (წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლა)
7 ივნისი - სულიწმიდის დღე, სამებობა
7 ივლისი - შობა წმ. იოანე ნათლისმცემლისა
12 ივლისი - პეტრე-პავლობა
13 ივლისი - სვეტიცხოვლობა; კრება წმ. ათორმეტთა მოციქულთა
29 აგვისტო - ანჩისხატობა
11 სექტემბერი - თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა (მარხვა)
14 ოქტომბერი - კვართისა საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა;
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი; მცხეთობა - სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი - გიორგობა
13 დეკემბერი - ხსენება წმ. ანდრია პირველწოდებულისა და წმ.
ვახტანგ გორგასლისა
17 დეკემბერი - ხსენება წმ. დიდმოწამე ბარბარესი
19 დეკემბერი - ხსენება წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა
გარდამავალი დღესასწაულები:
26 თებერვალი (ყველიერის ხუთშაბათი) - ღირსი
შიო მღვიმელის ხსენება
7 მარტი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) - დიდმოწამე თეოდორე
ტირონისა
8 მარტი (დიდი მარხვის I კვირიაკე) - კრება მართლმადიდებლობისა
15 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) - ღირსი გრიგოლ პალამას
ხსენება
22 მარტი (დიდი მარხვის III კვირიაკე) - ჯვრის თაყვანისცემის
კვირიაკე
29 მარტი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) - ღირსი იოანე სინელის
ხსენება
5 აპრილი (დიდი მარხვის V კვირიაკე) - ღირსი მარიამ მეგვიპტელის
ხსენება
11 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) - მართალი ლაზარეს მკვდრეთით
აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
3 მაისი (აღდგომიდან III კვირიაკე) - მენელსაცხებლე დედათა და
კეთილმორწმუნე მეფე თამარისა
10 მაისი (აღდგომიდან IV კვირიაკე) - მართალი ტაბითასი
3 ივნისი (ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი) - ღირსი დოდო გარეჯელის
ხსენება
4 ივნისი (ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი) - ღირსი დავით
გარეჯელის ხსენება
10 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი ოთხშაბათი) - მცხეთის ჯვრის
დღესასწაული
14 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე) - ყოველთა წმიდათა
ხსენება
საეკლესიო სამახსოვრო დღეები:
4 იანვარი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია
II დაბადების დღე
25 მარტი - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენის დღე
2 აგვისტო - ხსენება წმ. ილია მართლისა; სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე
25 დეკემბერი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია
II აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე
მარხვები:
დიდი მარხვა - 2 მარტი -
18 აპრილი
პეტრე-პავლობის მარხვა - 15 ივნისი - 11 ივლისი
მარიამობის მარხვა - 14 აგვისტო - 27 აგვისტო
ქრისტეშობის მარხვა - 28 ნოემბერი - 6 იანვარი
ერთდღიანი მარხვები:
ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა ხსნილისა
ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე - 11 სექტემბერი
ჯვართამაღლება - 27 სექტემბერი
ხსნილი:
შობიდან ნათლისღებამდე - 7-17 იანვარი
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - 8-14 თებერვალი
ბრწყინვალე შვიდეული - 19-25 აპრილი
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული - 7-13 ივნისი
ყველიერი (ხსნილი მხოლოდ რძის პროდუქტებით და თევზით) - 23
თებერვალი - 1 მარტი
მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები:
ხორციელის შაბათი - 21 თებერვალი
დიდმარხვის II შაბათი - 14 მარტი
დიდმარხვის III შაბათი - 21 მარტი
დიდმარხვის IV შაბათი - 28 მარტი
თომას კვირის სამშაბათი - 28 აპრილი
სულის შაბათი - 6 ივნისი
დიმიტრის შაბათი - 1 ნოემბერი
|